VRay

მაგალითი

V-Ray — დამატებითი პროგრამა, რომელიც გამოიყენება საბოლოო ვიზუალიზაციისათვის ზოგიერთი პროგრამისათვის სამგანზომილებიან კომპიუტერულ გრაფიკაში.

ამ პროგრამის შემქმნელები არიან ვლადიმირ კოილაზოვი და პეტრე მიტევი Chaos Software კომპანიიდან რომელიც 1997 წელს ბულგარეთში, სოფიაში დაფუძნდა.

ეს პროგრამა იყენებს ისეთ მძლავრ ტექნოლოგიას როგორიცაა გლობალური განათება, ფოტონური რუკა, განათების რუკა და პირდაპირი გზით გამოთვლილი გლობალური განათება. სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებამ აქცია V-Ray მეტად პოპულარულ პროგრამად რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ ვიდრე სტანდარტულ ვიზუალიზატორებს რომელიც თან მოჰყვებიან ხოლმე სამგანზომილებიანი გრაფიკის პროგრამებს. V-Ray მეშვეობით მიღებული გამოსახულება უფრო რეალური და ბუნებრივია ხოლმე, ასევე განათების ეფექტებიც უფრო უკეთესია, თუმცა ვიზუალიზაციასაც უფრო მეტი დრო და რესურსი მიაქვს ხოლმე.

V-Ray ფართოდ გამოიყენება კინოფილმების და ვიდეოთამაშების, ასევე მაღალი ხარისხის არქიტექტურული ნამუშევრების ვიზუალიზაციისათვის.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne